რუსეთმა დაახლოებით 111 760 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 იანვრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 111 760; ​ტანკი – 3 080; ჯავშანტექნიკა – 6 147; საარტილერიო სისტემა – 2 069; სარაკეტო სისტემა – 434; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 217; თვითმფრინავები – 285; ვერტმფრენი – 275; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 856; საკრუიზო რაკეტები – 723; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 809; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 183.

მსგავსი თემები