ბრაზილიის სამთავრობო შენობები პოლიციამ დაიკავა – დაკავებულია სულ მცირე 400 ადამიანი

ბრაზილიის სამთავრობო შენობები ქვეყნის პოლიციამ დაიკავა, დაკავებულია სულ მცირე 400 ადამიანი.

”სიენენის” ინფორმაციით, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები პარლამენტის შემდეგ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. სამთავრობო შენობების შტურმის შედეგად, ადმინისტრაციული ნაგებობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს ფაშისტები უწოდა და თქვა, რომ შენობებზე იერიშში მონაწილე ყველა პირი დაისჯება.

სამთავრობო შენობებზე შტურმს ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გამოეხმაურა და აქციის მონაწილეების მოქმედება დაგმო.

მსგავსი თემები