ლატვიაში „სპუტნიკის“ მთავარი რედაქტორი დააკავეს

ლატვიის უშიშროების სამსახურმა საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ლიეტუვის სამსახურის მთავარი რედაქტორი მარატ კასემი დააკავა.

„სპუტნიკის“ რედაქტორი რიგის სასამართლოს მიერ გაცემული სანქციის საფუძველზე დააკავეს. კასემი სანქციების რეჟიმის დარღვევაშია ეჭვმიტანილი.

„სპუტნიკის“ რედაქცია იუწყება, რომ მარატ კასემი ლატვიაში ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით ჩავიდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კასემს ბრალი ჯაშუშობაშიც წარუდგინეს, მაგრამ ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

მსგავსი თემები