,,პუტინი სულის მოთქმას ცდილობს”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთს დროებითი ზავის წინადადებით დროის მოგება და ძალების გადაჯგუფება სურს.

„მე არ ვარ მოწადინებული, ვუპასუხო რაიმეს, რასაც პუტინი ამბობს. ის მზად იყო, დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელსაც კი. მსურს, ვთქვა, რომ პუტინი, უბრალოდ, ჟანგბადის პოვნას ცდილობს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 იანვრის 12:00 საათიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის განკარგულება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საშობაოდ, 7 იანვრის 24:00 საათამდე იმოქმედებს.

მსგავსი თემები