ჩინეთი ქვეყანაში შესული მგზავრებისთვის კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის

ჩინეთი 8 იანვრიდან, სამი წლის წინ, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ სასაზღვრო კონტროლს აუქმებს და ქვეყანაში შემსვლელ მგზავრებს კარანტინის გავლას აღარ მოსთხოვს.

უპრეცედენტო საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ე.წ. „ნულოვანი კოვიდის“ რეჟიმის გაუქმებით გამოწვეულმა მკვეთრმა ცვლილებებმა ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვია.

მედიის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა საავადმყოფოების გადატვირთვას, აფთიაქების თაროების მედიკამენტებისგან დაცარიელებასა და საერთაშორისო განგაშს იწვევს.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და პანდემიის დაწყების დროიდან ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 264-მდე გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

მსგავსი თემები