უკრაინაში დააკავეს ჯგუფი, რომელიც პრორუსული ბოტების ქარხანას 1,5 მლნ ანგარიშით მართავდა

უკრაინის სპეცსამსახურებმა დააკავეს ჯგუფი, რომელიც პრორუსული ბოტების ქარხანას 1,5 მლნ ანგარიშით მართავდა.

არსებული ინფორმაციით, კიბერპოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ბოტების 13 ქარხანა, რომელიც  პრორუსული ფეიქებისა და პროპაგანდის გასავრცელებლად შეიქმნა.

“მილიონნახევარზე მეტი ანგარიში აღმოაჩინეს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და საფოსტო სერვისებში. ისინი შეიქმნა პრორუსული ფეიქებისა და პროპაგანდის გასავრცელებლად. ანგარიშების აღრიცხვისთვის გამოყენებულია 100 000-ზე მეტი სიმ ბარათი, რომლებიც უკვე ჩამორთმეულია სამართალდამცავების მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში” – წერია განცხადებაში.

გარდ ბრალდებულები ავრცელებდნენ მობილური ტელეფონების პროგრამულ უზრუნველყოფას და ახორციელებდნენ თანხის გადარიცხვებს რუსეთში. შედეგად, სამართალდამცავებმა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული 31 პირი ამხილეს.

მსგავსი თემები