ბუდანოვის თქმით, რუსეთი დიდი დანაკარგების გამო, 5 იანვარს მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყებას გეგმავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, ფრონტზე დიდი დანაკარგების გამო რუსეთის ხელმძღვანელობამ 5 იანვრიდან მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება გადაწყვიტა.

“რუსებს ძალიან დიდი პრობლემები აქვთ უკვე არსებული დანაყოფების აღჭურვასთან დაკავშირებით  საომარი მოქმედებების დროს უზარმაზარი დანაკარგების გამო. ახალი დანაყოფების ფორმირებისას მათ ასევე აკლიათ ცოცხალი ძალა. ამის საფუძველზე ახლა განიხილავენ და უკვე გადაწყვიტეს 5 იანვრიდან მორიგი მობილიზაციის ტალღის დაწყება. 5 იანვარს გამოაცხადებენ თუ 9 იანვარს – პრინციპში, ეს არაფერს შეცვლის. მათ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება მოუწევთ”,- თქვა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, “​ეს იმასაც ითვალისწინებს, რომ მობილიზაცია, რომელიც ვითომ დაასრულეს, არსად წასულა. ეს გრძელდება და ამ დროისთვის ხალხის მობილიზება მიმდინარეობს ომისთვის”.

ცნობისთვის, ნოემბერში რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოამზადა დოკუმენტი  სადაც საუბარია 5 მლნ რუსის მობილიზების აუცილებლობაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, ხოლო 31 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მობილიზაცია ოფიციალურად

მსგავსი თემები