პიროტექნიკის არასწორი მოხმარება – ,,დამწვრობის ცენტრში” დაშავებულების რაოდენობამ იმატა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება პიროტექნიკის არასწორი მოხმარების შედეგად  დაშავებულთა რიცხვიც. 25 შემთხვევა მხოლოდ ერთ ღამეში – ასეთია ოფიციალური სტატისტიკა. დაშავებული პაციენტები ,,დამწვრობის ცენტრში” გუშინ მოათავსეს. ყველა მათგანი სრულწლოვანია.

პაციენტებს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ, თუმცა როგორც ,,დამწვრობის ცენტრის” ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე, ამბობს,  პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება და არსებობს მოლოდინიც, რომ მომდევნო დღეებში მომართვიანობა  კიდევ უფრო მოიმატებს.

,,დამწვრობის ცენტრის” დირექტორი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს და მოუწოდებს, რომ პიროტექნიკის საშუალებებზე დატანებული ინსტრუქცია ზედმიწევნით შეასრულონ, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი გართულებები.

მსგავსი თემები