იტალიაში, კვარაცხელიას საგულშემატკივროდ წასული 38 წლის ქართველი ძებნილი დააკავეს

ნეაპოლში კაპოდიჩინოს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი ქართველი, რომელიც იტალიაში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩავიდა.

იტალიულირ მედიის ინფორმაციით, დაკავებული საბერძნეთის ორი მოქალაქის მოკვლის მცდელობისთვის იძებნებოდა. მისი იდენტიფიცირება საჰაერო-სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა.

,,ნ.ი. 38 წლის ქართველი, კაპოდიჩინოს საჰაერო სასაზღვრო პოლიციის ოფისმა ევროპული დაპატიმრების ორდერის აღსრულების მიზნით დააკავა, საბერძნეთის სასამართლოს მიერ 2012 წლის ოქტომბერში გამოტანილი აღმასრულებელი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა – მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის”,-წერს იტალიური მედია.

 

მსგავსი თემები