,,ფულის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრო ადამიანმა”- ნიკო კვარაცხელიას დედა

ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე შვილის სასამართლო პროცესამდე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

”მედიაცენტრი მთავარი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენში ყველაფერს გაპატიებენ, ნიჭს კი – არა“ – შალვა ნუცუბიძის ამ სიტყვებს გვერდს ვერ ავუვლიდი, მით უმეტეს, დღეს მისი დაბადების დღეა.

ვერც ამ ფოტოს არგაზიარება შევძელი, ზუსტად ორი წლის წინანდელია, 14 დეკემბერს გადაღებული. ჩვენი ბიჭი, ზუსტად ვიცი, სწორედ ასეთი მზერით იდგება დღეს და მოუსმენს ჩემთან ერთად სასამართლო პროცესზე სულგაყიდული უფლებადამცველების გამოსვლას, მე არცერთ პროფესიას არ ვაკნინებ, მით უმეტეს, ადვოკატისას, მაგრამ არის შემთხვევები, სადაც ფულის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრო ადამიანმა.

ბევრი ვეცადე, მაგრამ მე მათ უკეთესი ვერაფერი მოვუფიქრე:

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!

მრავალს უწია ცოდვამ:

ვინ რა ყოფილა – გამოჩდა!

კაცი აღმოჩდა ცოტა!

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!

ცოდვის კითხვაა…. ჰოდა!

ყველა ისეთი აღმოჩდა,

რა წარმოდგენაც მქონდა!

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!

მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ!…

ღმერთი! – თვით ღმერთი გაოცდა!

ამდენი დ ….. ის ხილვით!”

წერტილები დღევანდელი პროცესის შემდეგ ერთად შევავსოთ. როგორი დიდი ტკივილით და განცდით დაუწერია ბატონ მუხრან მაჭავარიანს.“ – წერს იზა ომაძე.

მსგავსი თემები