,,ყველა  სანქციებს შევუერთდით, რაც ვერ გაბედა ევროპის ბევრმა ქვეყანამ“- ირაკლი ზარქუა

„ჩვენ ვამაყობთ იმ ბიჭებით, ვინც უკრაინაში იბრძვიან თავიანთი მრწამსით და იცავენ მას, მაგრამ ვერ ვიამაყებთ იმით, ვინც იქ ჩადის ამ მაგარი ბიჭების ხარჯზე, რომ  შემდეგ პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ეს განცხადება არის ჩვენი პოზიცია“,-ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, დღეს  საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს იმისთვის, რომ არის მშვიდობა და არ იბომბება თბილისი.

„გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, დღეს ამუნათებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენ შევძელით, მოვახერხეთ და მშვიდობა გვაქვს.  რომ აქ არ გვაქვს ბუჩა, რომ არ იბომბება თბილისი.

ამისთვის უნდა გვრცხვენოდეს და ბოდიში მოვიხადოთ, გვეუბნება ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2008 წელს ჩვენი ბიჭები ბრძოლის ველზე მიეტოვებინა, ჩვენი დახოცილი ბიჭები ბედის ანაბარად მიეგდოთ და მერე გამოქცეოდნენ აქ, თბილისში, თავისი მთავარსარდლით და მინისტრით. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის და სტრატეგიული ობიექტები ჩააბარეს რუსეთს და ბოლოს იმდენი მოახერხეს, რომ ჩვენ გმირ ბიჭებს დააბრალეს ომის ესკალაცია და დაწყება, როდესაც რეზოლუციას ხელი მოაწერეს და მხარი დაუჭირეს  ევროსაბჭოში. საქართველომ უკრაინისთვის ყველაფერი გააკეთა. გვერდში ვუდგავართ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ყველა სანქციებს შევუერთდით, რაც ვერ გაბედა ევროპის ბევრმა ქვეყანამ“,-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები