,,მიჭირს საუბარი, სულისშემძვრელია ის ცვლილება, რაც ამ ადამიანს დაემართა”- სამადაშვილი სააკაშვილზე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. სამადაშვილის განცხადებით, თავს ძალიან სუსტად გრძნობს და საუბარიც უჭირს.

,,ძალიან მიჭირს საუბარი იმიტომ, რომ მართლა  სულისშემძვრელია ის ცვლილება, რაც ამ ადამიანს დაემართა ამ თვეების მანძილზე. ეს არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი, მე აუცილებლად ახლავე გავაკეთე განცხადებას და გავავრცელებ ევროპარლამენტის წევრებისთვის იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი დებატებია და განხილვა საქართველოს თემებზე და მათ უნდა იცოდნენ აუცილებლად ის  ვითარება, რაც არის შექმნილი დღეს სააკაშვილის სიცოცხლის გარშემო.

ერთი შეკითხვა მაქვს- თუ ამ ადამიანს დასაღუპად იმეტებს ივანიშვილი, ნელი წამებით კლავს თუ რას აკეთებენ? მაშინ გამოვიდნენ ევროსაბჭოდან, გააუქმონ ჩვენი მონაწილეობა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებში და აღადგინო სიკვდილით დასჯა,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები