საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტთან, რომლის პიკეტირებასაც საპროტესტო აქციის მონაწილეები გეგმავენ, უკვე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. პოლიციას ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოსთან რკინის კონსტრუქციები არ მიუტანია, რითიც გუშინ პარლამენტის ტერიტორია იყო შემოსაზღვრული და საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან სპეციალური დერეფნები ჰქონდათ შექმნილი.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაანონსებული აქვთ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან 10 საათისთვის შეიკრიბებიან. დემონსტრანტები პროტესტისა და პიკეტირების შეწყვეტას არ აპირებენ.

მსგავსი თემები