,,გაქვთ სერიოზული პრობლემა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ვერბალური კრიზისი”- მაია ბითაძე

„ძალიან მძიმეა იმის ყურება, როგორ ვითარდება პოლიტიკური „ოპოზიციონერიზმი“ საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ დააკვირდეთ თქვენს რეიტინგებს, საქართველოს მოსახლეობის განწყობას, სიტყვა მშვიდობას. თქვენივე რეიტინგისთვის გთავაზობთ, რომ დაუბრუნდეთ საგნობრივ საუბრებს და კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ შეეშვათ ასე გულმოდგინედ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას. საბოლოო ჯამში, მხოლოდ თქვენ ზიანდებით, დამერწმუნეთ“,- ასე მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მაია ბითაძის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების პოზიციონირება არათანმიმდევრული და უსაგნოა. მაია ბითაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს საგნობრივი დისკუსიებისკენ მოუწოდა.

„ვაკვირდები რამდენიმე დღეა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების სატელევიზიო გამოსვლებს და ერთ რამეს მივხვდი, რომ გაქვთ სერიოზული პრობლემა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ვერბალური  კრიზისი გაქვთ.  გისმენთ და არათანმიმდევრულად და აბსოლუტურად უსაგნოდ საუბრობთ.  რა გინდათ, რას ითხოვთ ან რას აპროტესტებთ.

როგორ შეიძლება ისაუბროთ და მუდმივად ძირს უთხრიდეთ თქვენს სამშობლოს და არ გიხაროდეთ თუნდაც ის, რაც გუშინ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა დააანონსა. ვგულისხმობ ელექტროკაბელს, რომელიც დააკავშირებს საქართველოს და მთელ კავკასიას მთელ ევროკავშირთან. როგორ შეიძლება იყო ასე დაბოღმილი შენს სამშობლოზე, რომ გვეუბნებოდეთ ჩვენ, რომ გმირებს პატივს არ ვცემთ და თქვენ რას ითხოვთ ვერ აყალიბებდეთ“,-განაცხადა მაია ბითაძემ.

მსგავსი თემები