,,თქვენი ბელადი მაგალითად, პუტინს ეძახდა ლილიპუტინს და მას ჩააბარა ტერიტორიების 20%”- ირაკლი კობახიძე

,,თქვენი ბელადი მაგალითად, პუტინს ეძახდა ლილიპუტინს და მას ჩააბარა ტერიტორიების 20% რა ჯობდა, ცოტა სხვანაირი რიტორიკა გამოეყენებინა და არ ჩაებარებინა 20% თუ პირიქით?!,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს –  არის თუ არა რუსეთი მტერი.

,,მე ყველაფერს ძალიან მკაფიო პასუხი გავეცი და ჩემი პასუხი ყველასთვის ნათელი იყო, ვისაც უნდოდა ამ პასუხიდან შინაარსის ამოღება. რაც შეეხება აგრესიული რიტორიკის წახალისებას, მე შეგახსენებთ, რომ თქვენი ბელადი მაგალითად, პუტინს ეძახდა ლილიპუტინს და მას ჩააბარა ტერიტორიების 20% რა ჯობდა, ცოტა სხვანაირი რიტორიკა გამოეყენებინა და არ ჩაებარებინა 20% თუ პირიქით?! მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ნუ იქნებით იმის წამქეზებელი, რისი მიზანიც არის მეორე ფრონტი საქართველოში. თქვენი ერთადერთი მიზანი არის საქართველოში რაღაცების ესკალაცია და მეორე ფრონტის გამოწვევა, ეს არის თქვენი ერთადერთი მიზანი და ეს კითხვებიც აქედან გამომდინარეობს, თქვენი მიზანი არის მიიღოთ ისეთი პასუხი, რომელიც წაახალისებს ესკალაციას და რომელიც ერთ პატარა ნაბიჯს გადაგვადგმევინებს მეორე ფრონტისკენ, ეს არის მიზანი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები