,,მშვიდობა მოიტანეს თავისუფლებისთვის მებრძოლმა ბიჭებმა”- პაატა მანჯგალაძე

„მშვიდობა მოიტანეს იმ ბიჭებმა, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და ძლიერებისთვის იბრძვის, და ეს არაა თქვენი დამსახურება“ – მიმართა უმრავლესობას საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლის დროს.

მისი თქმით, მშვიდობა თავისუფლებისა და ღირსების გარეშე არის მონების ოცნება.

„ეს უნდა ვთქვათ, მშვიდობა მოტანილია თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭების მიერ, რომლებმაც რუსებს, მათ შორის, უკრაინაში ჩაუმსხვრიეს კბილები, რომლებითაც გვგლეჯდა 2008 წელს და რომელსაც აპირებდნენ, თუ უკრაინაში წარმატებით განხორციელდებოდა ე.წ. სპეცოპერაცია. დიახ, პუტინის მიზნები იყო და არც დაუმალავს – იმპერიის აღდგენა და ჩვენ იმპერიის ნაწილი ვიყავით. ამიტომ მშვიდობაა განპირობებული არა თქვენი პოლიტიკით, არამედ მშვიდობა მოიტანეს თავისუფლებისთვის მებრძოლმა ბიჭებმა. საქართველოში არ არსებობს ვინმე, მით უმეტეს ოპოზიციაში, რომელსაც უნდა მეორე ფრონტი და თუ ვინმე ზრდის რისკებს ომის და ბრძოლის, არის სიმხდალის გამოვლინების პოლიტიკა, რადგან მშვიდობა არ არსებობს თავისუფლების და ღირსების გარეშე. მშვიდობა თავისუფლებისა და ღირსების გარეშე არის მონების ოცნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

მსგავსი თემები