,,მთლიანად საზოგადოების პრობლემაა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გიკვდება პატიმრობაში”- ნიკა მელია

„მთელი დასავლური პოლიტიკური ისტაბლიშმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, სააკაშვილის გადაყვანისკენ. პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით ეკისრება ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, როგორი იქნება ამ სახელმწიფოს ბედი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, ამ პროცესში საზოგადოების როლი, მათ შორის ოპოზიციური ძალების, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“, იქნება გადამწყვეტი.

„ყველაფერი, როგორ განვითარდება პროცესები, თავიდან ბოლომდე იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. მარტივად დააყენა დღის წესრიგში საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ – მიხეილ სააკაშვილის, როგორც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მისთვის სიცოცხლის წართმევა თუ შენარჩუნება. როდესაც მთელი საერთაშორისო-სამედიცინო საზოგადოება ქართველ მედიკოსებთან ერთად გეუბნება, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იმ პირობებში, რომელშიც ამყოფებენ, ერთადერთი გამოსავალია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. თუ რეალობას თვალს არ უსწორებს ხელისუფლება, ბუნებრივია, პროცესები ვეღარანაირად განვითარდება ისე, როგორც ვითარდება დღეს. ამ პროცესში საზოგადოების როლი, მათ შორის ოპოზიციური ძალების, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“, იქნება გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი.მჯერა, რომ ამ ძალიან მძიმე პროცესს ქვეყნისთვის ფინალი ექნება სასიკეთო. სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა, მისი მოკვდინების მცდელობა, ვერ დარჩება ამაზე გულგრილი საქართველოს პატრიოტი ვერც ერთი მოქალაქე. მთლიანად საზოგადოების პრობლემაა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გიკვდება პატიმრობასა და ტყვეობაში, ამას წინ აღვუდგებით ყველა შესაძლო ლეგიტიმური შესაძლებლობით“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები