,,ვინც ამბობს, უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებოდნენ, უსინდისო ნაბიჭვრები არიან”- ზურაბ ჯაფარიძე

,,ახლა ვინც ამბობს, უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებოდნენო, ჩემი აზრით, უსინდისო ნაბიჭვრები არიან“,- ასე პასუხობს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კითხვას იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, უკრაინამ საქართველოს გამოუსადეგარი იარაღი მიყიდა.

„უკრაინიდან მიღებული იარაღით 2008 წელს რუსული თვითმფრინავებია ჩამოყრილი. რაც ჩამოიყარა, თითქმის ყველა ჩამოიყარა უკრაინული იარაღით. უკრაინა გვეხმარებოდა სულ, 1993 წელსაც გვეხმარებოდა, ჩვენ გვერდით იდგნენ, ჩვენ გვერდით იხოცებოდნენ. ახლა ვინც ამბობს, უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებოდნენო, ჩემი აზრით, უსინდისო ნაბიჭვრები არიან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები