,,ვთხოვ კიევის მაცხოვრებლებს მოემზადონ სხვადასხვა სცენარისთვის”- ვიტალი კლიჩკო

,,აპოკალიფსი, ისევე როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, როდესაც დაბალი ტემპერატურის გამო სახლებში ცხოვრება შეუძლებელია, შეიძლება მოხდეს,”- ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

უკრაინის დედაქალაქის მერმა კიევი მაცხოვრებლებს მიმართა, რომ მზად იყვნენ სხვადასხვა სცენარისთვის.

,,ვთხოვ კიევის მაცხოვრებლებსაც მოემზადონ სხვადასხვა სცენარისთვის, იყვნენ მზად. გთხოვთ მოამზადოთ სასმელი წყალი, ტექნიკური წყალი, თბილი ტანსაცმელი, საკვები – ყველაფერი მზად უნდა იყოს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩანთა საბუთებით და ძირითადი ნივთებით, სასურველია პატარა, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში”, – განაცხადა კლიჩკომ.

მსგავსი თემები