,,ცდილობს რომ რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს კვებას, თუმცა ზოგჯერ იმ საკვების შენარჩუნებასაც ვერ ახერხებს რასაც იღებს.

,,დავდივარ ყოველ დღე და ვარ მოწმე იმის, რომ ძალიან ცდილობს რომ რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ორ ლუკმასაც ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ინარჩუნებს, თუ ინარჩუნებს ძალიან უჭირს, ეწყება ხშირი სუნთქვა, უჭირს საკვების მიღება. მეც ვარ ამის მოწმე, და დავსწრებივარ როგორ ხდება კვება”, -განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები