,,სისხლის ნიმუში უნდა ავიღოთ” – საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილთან მივიდნენ

კლინიკა „ვივამედში“ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს სისხლის ნიმუშს კიდევ ერთხელ აუღებენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელის თქმით, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიზანშეწონილად ჩათვალა დასმული საკითხების გამოკვლევა ჩაატაროს.

,,ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გაეცნო დადგენილებას, მათ შორის დადგენილების კითხვებში მითითებულ შესაძლო ინტოქსიკაციის საკითხზე სხვადასხვა მეტალების თაობაზე, რომელზეც იყო გაცხადებული, ამიტომ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დასმული საკითხების გამოკვლევა ჩაატაროს დამატებითი ნიმუშების აღება. ფრჩხილის და თმის ნიმუშებზე არ არის საუბარი, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ვეყრდნობით ჩვენ, სისხლის ნიმუში უნდა ავიღოთ დამატებით. ვნახე ჯანმოსთან დაკავშირებით ადვოკატის განცხადება, ჯანმოს პროტოკოლთან დაკავშირებით, მე ახლა ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები