,,პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით,  პარლამენტის თავმჯოდმარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა არ მისცა.

,,სუფთა ადამიანურად, პოლიტიკის გარეშე, ჩემი ამოცანა იყო, მინდოდა გულწრფელად მენახა მიხეილ სააკაშვილი, გამემხნევებინა, პირადად მენახა მისი მდგომარეობა და ამ მიზნით მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე” – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, განცხადებები, რომელსაც ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები აკეთებენ, არის საზოგადოების წინასწარ მომზადება, რომ თუ მძიმე შედეგით დასრულდა სააკაშვილის მდგომარეობა, თვითონ ის დაადანაშაულონ საკუთარი სიცოცხლის მოსპობაში.

,,ეს სცენარი ძალიან გავს ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს, როცა ადამიანი მოკლეს და დღეს ისიც კი არ ვიცით, ვინ გაისროლა ტყვია. მაშინ ეს დაგეგმეს რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რა განცხადებებსაც ოცნება აკეთებს, ეს არის საზოგადოების წინასწარ მომზადება, რომ ღმერთმა არ ქნას და თუ მძიმე შედეგით დასრულდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ასეთ შემთხვევაში თვითონ ის დაადანაშაულონ საკუთარი სიცოცხლის მოსპობაში,”- აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი თემები