„ტრამპი და „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ ექსტრემიზმს” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი წინამორბედ პრეზიდენტს ექსტრემისტს უწოდებს და აცხადებს, რო ის საფრთხეს უქმნის ამერიკის საფუძვლებს.

„ტრამპი და MAGA („გახადე ამერიკა კვლავ დიადი) „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ ექსტრემიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი რესპუბლიკის საფუძველს… MAGA-ს ძალები ცდილობენ, ქვეყანა უკან დახიონ. უკან დახიონ ამერიკაში, სადაც არ არსებობს არჩევანის უფლება, კონფიდენციალურობის უფლება, კონტრაცეფციის უფლება, იმაზე დაქორწინების უფლება, ვინც გიყვარს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენი საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, დემოკრატიას გაუფრთხილდნენ და დაიცვან.

„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვარწმუნებდით საკუთარ თავს, რომ ამერიკული დემოკრატია გარანტირებულია. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა დავიცვათ ის. დავიცვათ და ვიბრძოლოთ მისთვის ყოველთვის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები