,,400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში”- ირაკლი კობახიძე

,,ზედიზედ ორი წელი ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან იყო 10.5% წელს პირველი ათი თვის მონაცემებით გვაქვს 10% ეკონომიკური ზრდა, რაც აღემატება იმას, რაც თავიდან იყო პროგნოზირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით,  400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში.

„ეს მონაცემები მათემატიკური სიზუსტით დადგენადია. რა თქმა უნდა, ეს ზრდა თანაბრად ყველა მოქალაქეზე არ აისახება, მაგრამ მარტივი მონაცემები გვაქვს აქაც მაგალითად მსოფლიო ბანკის. სულ რაღაც 3-4 წლის წინ საქართველოში სიღარიბის ზღვარ მიღმა ცხოვრობდა 850 ათასი ადამიანი. ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 ათასზე ნაკლები. ანუ 400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. 450 ათასი ადამიანი ისევ არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც ძალიან მძიმეა და აქეთკენ უნდა გავაგრძელოთ სვლა“, – განაცხა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ეკონომიკური ზრდა მანქანების რაოდენობაზეც აისახება.

„შარშან წლის დასაწყისში თუ იყო 4250 დოლარი ქვეყნის ეკონომიკა, ამ წლის ბოლომდე გახდა დაახლოებით 7800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. თბილისში დადიოდა დაახლოებით 250 ათასი მანქანა, წელს უკვე 600 ათასს აღემატება.  მილიონი ადამიანი ცხოვრობდა თბილისში და ახლაც ცხოვრობს მილიონი, მაგრამ ჰყავდათ 250 ათასი მანქანა და ჰყავთ 600 ათასი ხო? საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე. შენდება ახალი სახლები და ახლა ბინებს ყიდულობენ ადამიანები და ამ შემთხვევაშიც მინიმუმ 80-90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება და არა უცხოელებზე“. – აღნიშნა კობახიძემ.

 

 

მსგავსი თემები