,,არ არიან ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, დავიქირავეთ, რადგან გვჭირდებოდა გასამაგრებლად”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის,  გიული ალასანიას განცხადებით, არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია დაიქირავა.

„ესეიგი, ლობისტია ბატონი ხაჭაპურიძე ან დანარჩენი იურისტები? რატომ არიან ესენი ლობისტები ან ვინ დაარქვა მათ ლობისტები. ესენი არ არიან ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე. დავიქირავეთ, რადგან გვჭირდებოდა გასამაგრებლად, ყველაფერ იმის გასამაგრებლად, რაც აქ ხდება. გვინდა, დამატებით მათაც თქვან“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, „იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ის დიაგნოზები, რომლებიც ისედაც გვქონდა ჩვენი სპეციალისტებისგან, მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა”.

მსგავსი თემები