“გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობა 20%-ით შემცირდა” – ჯანმო

  •  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით გამოწველი გართულებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გასული კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით 20% -ით შემცირდა.

„ფატალური შემთხვევების რაოდენობა სამი კვირის განმავლობაში კლებას განაგრძობდა. გასულ კვირას გარდაცვალების 66 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 20% -ით ნაკლებია,”- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, კლებას განაგრძობს ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელიც და გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ის შემთხვევების რაოდენობა 11%-ით შემცირდა.

„მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა მეექვსე კვირაა კლებულობს, გასულ კვირას 2.4 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 11% -ით ნაკლებია,“- აღნიშნულია ჯანმო-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დროიდან მსოფლიოში კორონავირუსის 110.7 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 2.4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები