ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე კანონპროექტები” ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტში” შევიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მიმდებარე ობიექტების რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე კანონპროექტები შევიდა.

დოკუმენტი სახელწოდებით „შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის და მისი გამოყენების წესის შესახებ“, მიმდინარე წლის 19 იანვარსაა ხელმოწერილი.

საკითხი რუსეთის სახელმწიფო დუმაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატებმაც განიხილეს.

ტერიტორიებს რუსეთისთვის გადაცემას და დოკუმენტის “რატიფიკციას” აფხაზეთში, ოპოზიციის  და სამოქალაქო  საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება.

 

 

მსგავსი თემები