„ძირითად პრობლემად რჩება, მოსახლეობის უყურადღებობა, გაზის ონკანი ღია რჩებათ, რაც ერთ-ერთი საფრთხეა”- სალომე ვარდიაშვილი ”მედიაცენტრ მთავარში”

,,მომხმარებელი უნდა იყოს ყურადღებით, მრავალმა ფაქტმა დაგვანახა, რომ მომხმარებელს გაზის ონკანი ღია რჩება, რაც ერთ-ერთი საფრთხეა,”- ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა  ”მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში დიდი რისკია, რომ გაზი დაგროვდება და მიაღწევს იმ შემადგენლობას, რომ მარტივად აფეთქდეს.

„ძირითად პრობლემად რჩება, მოსახლეობის უყურადღებობა. მრავალმა ფაქტმა დაგვანახა, რომ მომხმარებელს გაზის ონკანი ღია რჩება, რაც ერთ-ერთი საფრთხეა, რომ გაზი დაგროვდება და მიაღწევს იმ შემადგენლობას, რომ მარტივად აფეთქდეს. ასევე, ძალიან გააქტიურდა მონიტორინგი სახლებში ისეთი ტიპის დანადგარებზე, რომლებიც არ უნდა იყოს დახურულ სივრცეში, ან არ უნდა იყოს იქ, სადაც უკვე დგას. მაგალითად, ვნახეთ ძალიან პატარა სივრცეები, ორი კვადრატის ზომის აბაზანა, სადაც იდგა გამათბობელი, რომელიც, მართალია იყო დახურული სივრცისთვის, მაგრამ მას იმდენად პატარა ადგილი ჰქონდა გამოყოფილი, რომ იქ უსაფრთხოების ნორმების დაცვა შეუძლებელი გახლდათ. ეს ძალიან საშიშია. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს ეძლევა რეკომენდაცია, რომ გამათბობელს ადგილსამყოფელი შეუცვალოს და აუცილებელია ამის გათვალისწინება. ასევე, გვქონდა შემთხვევები, როდესაც სახლში ეყენათ გამათბობლები, რომლებსაც არ ჰქონდათ ნამწვის გარეთ გამავლობის მილი. ამ სეზონზე ჩვენ დაგვრჩა ამ სახის პრობლემები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას,”- განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა ‘‘მედიაცენტრ მთავარში”.

ენერგოომბუდსმენის თქმით, ამ მიმართულებით რეგიონში დედაქალაქთან შედარებით ცნობიერება დაბალია.

,,ამ კუთხით, დედაქალაქის მასშტაბით, მუშაობა ძალიან გააქტიურებულია. ახლა რეგიონებში ვმუშაობთ იმისთვის, რომ როგორც ჩვენ გავაქტიურდებით, ასევე უნდა გააქტიურდეს იქ კომპანიებიც. რეგიონებში თვითონ შიდა ქსელის მოწყობის პრობლემატიკაც არის. დედაქალაქთან შედარებით, ინფორმირებულობაც ნაკლებია. ამასთან, რეციდივის შემთხვევები შემცირდა. საგანმანათლებლო აქტივობებმა და ცნობიერების ამაღლებამ იმუშავა, მაგრამ რეციდივის შემთხვევები კიდევ გვაქვს. ეს იმის ბრალია, რომ მომხმარებელი თვითნებურად დგამს მოწყობილობას შეუსაბამო ადგილას“,- აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა ‘‘მედიაცენტრ მთავარში”.

ზამთრის სეზონი და “მკვლელი დანადგარები” – სალომე ვარდიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები