ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში მივიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კლინიკა „ვივამედში“მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. ომბუდსმენის განცხადებით, სურს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნოს.

„დიდი ხანია არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ და საქმის კურსში ვიყავით მიმდინარე პროცესების თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად გავეცნო მის მდგომარეობას და შევხვდე ექიმებს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი თემები