ავარია თურქეთში – დაღუპულებს შორის ცნობილი მსახიობები არიან

ამასიაში, მერზიფონის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თეატრის მსახიობების მიკროავტობუსი, რომელიც ჩორუმიდან სამსუნში მიდიოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევა სოფელ ჩაიბაშის მიმდებარედ მოხდა.

დაღუპულებს შორისაა, ცნობილი მსახიობები ოზგურ კარატაში და ბურაკ ტოპჩუ.

მსგავსი თემები