„პრეზიდენტმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია“ – მმართველი გუნდი ზურაბიშვილს „ცოდვებს“ უთვლის

„აშკარაა, რომ პრეზიდენტმა დაიხია უკან. ხვდება, რომ ელჩების დანიშვნა და გათავისუფლება არ არის პრაქტიკული თვალსაზრისით მისი კომპეტენცია და ამიტომ უწევს, როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, არსებობს მიმოწერა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, სადაც ნათლად ჩანს, რომ პრეზიდენტი ელჩების დანიშვნაზე უარს აცხადებს.

„5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე თქვა უარი. ამ წერილობით უარში, რომელიც წელს გამოიგზავნა, არის მოცემული უარის ე.წ. არგუმენტები. თავისთავად ის, რომ ასეთ პოლიტიკურ არგუმენტებს აბრუნებს პრეზიდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს არასწორად აქვს გაგებული მისი კომპეტენცია ელჩების დანიშვნის სფეროში. როდესაც მიზანშეწონილობის ნაწილში იჭრება პრეზიდენტი, ეს მთლიანად მთავრობის პრეროგატივაა. საგარეო პოლიტიკის განხორციელება არის მხოლოდ მთავრობის კომპეტენცია. როდესაც საკუთარი ე.წ. არგუმენტებით პრეზიდენტი იჭრება საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში და მსჯელობს იმაზე, რა არის მიზანშეწონილი და რა არა, ეს თავისთავად მეტყველებს დამატებით იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები