,,ქუჩაში პირველი გავალ მე, რომ პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას”- პაატა მანჯგალაძე

,,როგორც კი აშკარა გახდება, რომ „ქართული ოცნების“ გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში და პირველი გავალ მე, რომ ამაზე პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი თავისუფლებისთვის მებრძოლმა ზელენსკიმ მიიღო.

„უკრაინაში ეს კანონი მიიღო თავისუფლებისთვის მებრძოლმა ზელენსკიმ და საქართველოში ოლიგარქია გვაქვს ხელისუფლებაში. მთავრობის წევრებს მარიონეტებს ეძახიან, რადგან რეალური ძალაუფლება აქვს ივანიშვილს, ღარიბაშვილი და კობახიძე კი დარჩნენ მის თანაშემწედ და ხელის ბიჭად. ახლა საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ როგორც კი უკრაინა მიაღწევს წარმატებას და ფაქტია აღწევს, დაიწყება უკრაინის დეოკუპაცია, საქართველო რას მიიღებს ამ პროცესებისგან? არაფერს, გარდა იმისა, რომ პარლამენტის წევრი, ჩემი კოლეგა დუგლაძე გაიტანს უფრო მეტ არაყს უცხოეთში, ბიძინა ივანიშვილის ძმა გაიტანს უფრო მეტ ნივთს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები