,,ნატო სოლიდარობას უცხადებს თურქეთს”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“  თურქეთში მომხდარ ტერაქტს ეხმიანება და ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს.

„შოკისმომგვრელი კადრები სტამბოლიდან. ჩემი ფიქრები და ღრმა მწუხარება ყველა დაზარალებულს და თურქ ხალხს. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენ მოკავშირე თურქეთს“, – წერს სტოლტენბერგი.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ტერაქტის ბრძანება კი ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ.

მსგავსი თემები