,,ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონო სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თურქი ხალხის ტკივილს იზიარებს.

„ჩვენი ერისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ვიხსენებთ მათ, ვინც დაიღუპა 2015 წლის 13 ნოემბერს, თურქ ხალხს თავს დაესხნენ მათი გულიდან, სტამბოლიდან. ჩვენი გზავნილი თურქ ხალხს: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს. ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო. ჩვენ თქვენთან ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში“, – წერს ემანუელ მაკრონი „ტვიტერში.“

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ტერაქტის ბრძანება კი ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ.

მსგავსი თემები