„ტერორიზმის გზით თურქეთისა და თურქი ერის დაპყრობის მცდელობები ვერ მიაღწევს მიზანს“ – თურქეთის პრეზიდენტი

ტერორისტული აქტი თვითმკვლელი ტერორისტი ქალის მონაწილეობით – ასეთია შეფასება, რომელიც თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას აფეთქების შემდეგ კეთდება. დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ტერორისტულ აქტში მონაწილეებს კი ამ დრომდე ეძებენ.

როგორც პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, ეს არის მორიგი მცდელობა თურქეთის დაპყრობის, თუმცა, შედეგს ვერ მიიღებენ.

„დაჭრილები სწრაფად გადაიყვანეს მიმდებარე საავადმყოფოებში. შესაბამისი ქვედანაყოფები აგრძელებენ მუშაობას ამ მოღალატეობრივი თავდასხმის მონაწილე დამნაშავეებისა და მათ უკან მდგომების გამოსავლენად. ტერორიზმის გზით თურქეთისა და თურქი ერის დაპყრობის მცდელობები დღეს ვერ მიაღწევს მიზანს, როგორც გუშინ.  ჩვენი ერი დარწმუნებული იყოს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც იმსახურებენ, ყველა ელემენტის გამოვლენით. ექვსი გარდაცვლილია, მათგან ოთხი შემთხვევის ადგილზე და ორი საავადმყოფოში. დაშავებულთა რაოდენობა 53-ია. ქალი თამაშობს როლს ამ საქმეში. კამერების შესწავლა გრძელდება“ – აცხადებს პრეზიდენტი ერდოღანი.

 

მსგავსი თემები