სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

მისივე თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ.

ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემებით სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა.

მსგავსი თემები