ხორსონში, ოკუპანტების მიერ ჩადენილი 400-ზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხერსონის ოლქში, ოკუპანტების მიერ ჩადენილი ომის სასტიკი დანაშაულის 400-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რომელზეც მასალების შეგროვება გრძელდება.

„გამომძიებლებმა  დააფიქსირეს 400-ზე მეტი „რუსული ომის“ დანაშაული. აღმოჩენილია მტკიცებულებების – როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები, ყველა სათანადოდ აგებს პასუხს” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

რაც შეეხება ხერსონის ოლქს, რომელიც ოკუპანტებმა დატოვეს და გავიდნენ, როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, სისასტიკის კვალი აქაც მრავლადაა.

„მიმდინარეობს დარჩენილი რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებული მებრძოლების დაკავება და დივერსანტების განეიტრალება… თითქმის ყველგან დატოვებულია ნაღმები. ტერიტორიის განაღმვისას დაიღუპა ერთი გამნაღმველი და ოთხი  დაშავდა“, – აცხადებს პრეზიდენტი  ზელენსკიმ.

მსგავსი თემები