,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება”- არჩილ თალაკვაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით ნავი ან ტივი მაინც შეაკოწიწოს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის” კუთვნილი პოლიტიკური „შავი ფულის“, მათ მიერ მართული ტელევიზიების და გავლენების გადანაწილების პროცესი”,

,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით შეაკოწიწოს ნავი ან ტივი მაინც. “ნაციონალურ მოძრაობაში” ღმა კრიზისმა, დაშლის პროცესმა გამოიწვია ის, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა თუ ლიდერებმა დაინახეს, რომ ოპოზიციაში უკვე ჩნდება თავისუფალი სივრცე და ცდილობენ აითვისონ. ამის გარდა, ოპოზიციაში მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის” კუთვნილი პოლიტიკური „შავი ფულის“, მათ მიერ მართული ტელევიზიების და გავლენების გადანაწილების პროცესი. ეს არის ის, რასაც ხედავს დღეს საზოგადოება. მათ სცადეს ერთად, ცალ-ცალკეც, არაერთხელ დამარცხდნენ ორივე ფორმით, ამიტომ დასკვნა, რაც შეიძლება ოპოზიციამ გამოიტანოს ის არის, რომ შესაკრების ცვლილებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია”,- აღნიშნა თალაკვაძემ გირჩი – მეტი თავისუფლების“, „დროას“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო ერთობასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები