,,თუ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ჩავარდება დამნაშავე არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც იქნება”- ალექსანდრე კობაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,თუ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ჩავარდება დამნაშავე არა მხოლოდ ხელისუფლება იქნება, არამედ ოპოზიციაც,”- ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ალექსანდრე კობაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ შეიმჩნევა ტენდენცია, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ჩავარდება.

,,დასრულდა სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის პროცესი. ახლა, პარლამენტარებმა თავად უნდა შეაფასონ რამდენად ექნებათ სურვილი, აირჩიონ ის კანდიდატი, რომელიც სახალხო დამცველის ფუნციებს შეასრულებს. ჯერჯერობით არ შეიმჩნევა ტენდენცია, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ჩავარდება, თუმცა არის ერთი ფაქტორი, თუ რამდენად მოახერხებს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას. რთული პროცესი იქნება და აუცილებელია პოზიცია და ოპოზიცია შეთანხმდეს, რათა შერჩევის პროცესი არ ჩავარდეს. იმ შემთხვევაში, თუ პროცესი ჩავარდება დამნაშავე არა მხოლოდ ხელისუფლება იქნება, არამედ ოპოზიციაც. აუცილებელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსესუსი. არ აქვს მნიშვნელობა ვის აირჩევენ სახალხო დამცელად, მთავარია ქვეყანას ყავდეს სახალხო დამცველი,”- აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

“თუ პროცესი ჩავარდა, დამნაშავე ოპოზიციაც იქნება” – ალექსანდრე კობაიძე სახალხო დამცველის არჩევაზე

მსგავსი თემები