ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე მასიურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინაზე მასიურ სარაკეტო შეტევას ახორციელებენ. მათივე ცნობით, ოკუპანტები ზაპოროჟიეში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაესხნენ თავს, რაკეტებით იბომბება ვინიცაც.

შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მედიის ცნობით, კიევის, ვინიცას და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. კიევში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის,  მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი თემები