,,მცდარი მოსაზრებაა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება”- მიხეილ სარჯველაძე

,,გამოვრიცხავ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე,” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში  ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოსაზრება უდავო ჭეშმარიტებაა.

,,მცდარი მოსაზრებაა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება და რომელიმე ევროპარლამენტარი რომ მცდარ აზრს იტყვის იმიტომ, რომ ის ევროპარლამენტარისგან ნათქვამია, არ მიმაჩნია, რომ უდავო ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ. შინაარსობრივადაც შეგვიძლია ეს გავაანალიზოთ და აღმოვაჩინოთ, რომ არავითარი მიზეზი განცხადებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, არ არსებობს,”- განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები