კიევი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის ვიზიტისთვის ემზადება – უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, კიევი  ემზადება ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის ვიზიტისთვის.

მისი თქმით, ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა უკვე გამართა პირველი  სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სუნაკის კიევში ვიზიტზე შეთანშხმდნენ.

ელჩმა აღნიშნა, რომ  სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა სუნაკის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურად და გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის.

მსგავსი თემები