გაუფრთხილდი სიცოცხლეს

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, გაზის გამათბობლებით გამოწვეული უბედური შემთხვევებისგან თავდასაცავად, ენერგოომბუსმენის აპარატი რეგიონებში გასვლას და მოსახლეობის გაფრთხილებას იწყებს. როგორც სალომე ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რეგიონებში გასვლა ნოემბრის თვიდან დაიწყება და მისი სლოგანი იქნება „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“.

„მსგავსი გაფრთხილებებით და კამპანიით, გასულ წელს, საკმაოდ ბევრი უბედური შემთხვევა ავიცილეთ თავიდან. უსაფრთხოების კამპანია გასულ წელს საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ფაქტობრივად, კარზე ვაკაკუნებდით და მომხმარებლებს ვაფრთხილებდით მოსალოდნელი საშიშროებისა და ზამთრის სეზონის სამზადისთან დაკავშირებით. 2 წელი დავკარგეთ და კამპანია ვერ ჩავატარეთ კორონავირუსის პანდემიის გამო. წელს ამ კამპანიას აუცილებლად გავაგრძელებთ ვეცდებით, შემოდგომის პერიოდი გამოვიყენოთ.

ჯერ კიდევ არის როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული ქალაქების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან ისეთი დანადგარები იყოს, რომელიც იქ არ უნდა არსებობდეს ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს, ქსელი არასწორად იყოს გაყვანილი და ა.შ. საფრთხე მრავალია“ – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა მედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები