რუსეთი “მარცვლეულის შეთანხმებაში” მონაწილეობას წყვეტს

რუსეთი “მარცვლეულის შეთანხმებაში” მონაწილეობას წყვეტს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე მომხდარი „თავდასხმებია“.

,,კიევის რეჟიმის მიერ დიდი ბრიტანეთის სპეციალისტების მონაწილეობით განხორციელებული ტერორისტული აქტის გათვალისწინებით შავი ზღვის ფლოტის გემებისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ „მარცვლეულის დერეფნის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რუსული მხარე წყვეტს მონაწილეობას უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში”,- ნათქვვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით ივლისში გაფორმდა.

მსგავსი თემები