უკრაინამ მედვედევი და ზახაროვა ძებნილად გამოაცხადა

რუსეთის უშიშროების  საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ძებნილები არიან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ისინი ბრალდებულები არიან.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მედვედევსა  და  ზახაროვას ბრალად ედებათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა. შესაბამისად, მათ უკრაინული საგამოძიებო ორგანოები ეძებენ.

მსგავსი თემები