უკრაინამ გერმანიისგან საბრძოლო აღჭურვილობა მიიღო

გერმანია აგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას. ამჯერად, ომში მყოფმა ქვეყანამ იარაღის მორიგი ნაკადი მიიღო. ინფორმაცის გერმანიის მთავრობა ავრცელებს და ჩამონათვალსაც აკეთებს.

საუბარია  ხუთ საევაკუაციო ჯავშანმანქანა Bergepanzer 2 -ზე; შვიდ მძიმე და საშუალო პონტონურ სისტემაზე; 167 ათასი ვაზნაზე;  30 საზენიტო თვითმავალი დანადგარი „გეპარდზე“; Stinger 500 საზენიტო რაკეტზე; 15 ათასამდე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე; 350 ათასი დეტონატორსა და დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობაზე.

ეს სწორედ ის შეიარაღებაა, რომელიც უკრაინას სჭირდება.

 

მსგავსი თემები