გლანდების ოპერაციას 23 წლის გოგო ემსხვერპლა

გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებებით, სამ­ტრე­დი­ა­ში, 23 წლის გოგო გარ­და­იც­ვა­ლა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მან ოპერაცია ქუთაისში  დღის უკან ჩაიტარა, სახლში კი უცებ სისხლდენა განუვითარდა. გოგო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ვერ გადაარჩინეს.

კლინიკა “გიდი”, სადაც გარდაცვლილს ოპერაცია ჩაუტარდა მოკლე კომენტარს აკეთებს. კლინიკის ინფორმაციით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ასევე, აღნიშნავენ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლი­ად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იყო და გოგონა გაწერეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

მსგავსი თემები