ლიკანში, კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

75 წლის ქალი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვებით გარდაიცვალა. მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. აფეთქება ლიკანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მოხდა. აფეთქება კი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

75 წლის ქალი აფეთქების სიძლიერემ კორპუსიდან გადმოაგდო და ბეტონის ფილები დაეცა.

ამ ეტაპზე, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.  ადგილზე ექსპერტებს ელოდებიან. რაც შეეხება თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ოჯახებს, ნაწილმა ღამე ნათესავებთან გაატარა, ნაწილი კი სასტუმროში გადაიყვანეს.

 

მსგავსი თემები