,,თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება, პუტინთან შევთანხმდით ამ საკითხზე”- ერდოღანი

,,თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება,”– ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, პუტინმა განაცხადა, რომ “ევროპას შეუძლია ბუნებრივი აირი  თურქეთიდან მიიღოს”.

„ახლა ევროპა ცდილობს, იპოვოს, საიდან მიიღებს ბუნებრივ აირს. თურქეთს ასეთი პრობლემა არ აქვს. ახლა თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება. ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბატონ პუტინთან შევთანხმდით ამ საკითხზე და შევქმნით აქ ჰაბს რუსეთიდან მიღებული გაზით და როგორც მან თავად თქვა, ევროპას შეეძლება გაზის მიღება თურქეთიდან“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანია ჰაბისთვის შესაფერის ტერიტორიად, თრაკიას რეგიონი ასახელებს, საიდანაც მისი განმარტებით, რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი ევროპაში გადანაწილდება.

მსგავსი თემები