კიევში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის დედაქალაქ კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო იერიშები ხორციელდება.

უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მელინდა სიმონსის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებს.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო.

მსგავსი თემები